კონფიდენციალობის პოლიტიკა

NeoVitaLogia (შემდგომში“ჩვენ”, “ჩვენი” ან ,,ვებგვერდი”) მართავს ვებსაიტს NeoVitaLogia-ს (შემდგომში “მომსახურება”).

ვებგვერდზე NeoVitaLogia-ზე ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თქვენი სურვილით მოგვაწოდოთ პერსონალური მონაცემები დამუშავებისა და შენახვის მიზნით.

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე NeoVitaLogia-ს მიზანია მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დაცვა.

ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას თქვენთვის მომსახურების მოწოდების და გაუმჯობესების მიზნით, თუ სხვა რამ არ არის განმარტებული ამ კონფიდენციალობის პოლიტიკაში და ჩვენს პირობებში, რომლებიც ხელმისაწვდომია https://neovitalogia.com

ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

ჩვენი მომსახურების გამოყენებისას, შეიძლება გთხოვოთ, რომ მოგვაწოდოთ გარკვეული პირადი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ თქვენთან კავშირში ან თქვენს გამოსავლენად. პირადი ინფორმაცია (“პერსონალური ინფორმაცია”) შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

  • სახელი
  • ელექტრონული ფოსტა
  • ტელეფონის ნომერი

Log-ის მონაცემები

ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენი ბრაუზერი გვაწვდის, როცა გადადიხართ ჩვენს ვებგვერდზე. ეს მონაცემები შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ პროტოკოლის (“IP”) მისამართი, ბრაუზერის ტიპი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენს ვებგვერდზე ვიზიტის დრო და თარიღი და სხვა სტატისტიკა.

Cookie ფაილები

Cookie ფაილები არის მცირე ზომის მონაცემების ფაილები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ანონიმურ უნიკალურ იდენტიფიკატორს. Cookie ფაილების გამოგზავნა ხდება თქვენს ბრაუზერზე ვებგვერდიდან და ინახება თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე.

ჩვენ ვიყენებთ Cookie ფაილებს ინფორმაციის შესაგროვებლად. შეგიძლიათ დააყენოთ თქვენი ბრაუზერი ისე, რომ უარყოს ყველა Cookie ფაილი ან გამცნოთ, როდესაც ხდება Cookie ფაილების გამოგზავნა. თუმცა, თუ თქვენ არ დაადასტურებთ Cookie ფაილებს, შესაძლოა ჩვენი მომსახურეობის ნაწილი არ იყოს ხელმისაწვდომი.

უსაფრთხოება

თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ არცერთი მეთოდი ინტერნეტით ინფორმაციის გადაცემის და შენახვის არ არის 100% დაცული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო საშუალება, რომ დავიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ არ ვართ მისი აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტი.

ბავშვთა კონფიდენციალობა

ჩვენი ვებგვერდი არ არის შექმნილი 18 წლამდე ასაკის პირებისთვის (“ბავშვებისთვის”).

ჩვენ არ შევაგროვებთ და არ შევინახავთ მიზანმიმართულად 18 წლამდე ასაკის (ბავშვების) პირად ინფორმაციას. თუ თქვენ ხართ მშობელი ან მეურვე და თქვენ იცით, რომ თქვენმა ბავშვმა მოგვაწოდა პერსონალური ინფორმაცია, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. თუ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ 18 წლამდე ასაკის პირმა (ბავშვმა) მოგვაწოდა პერსონალური ინფორმაცია, ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით ამ ინფორმაციას ჩვენი სერვერებიდან.

კანონთან შესაბამისობა

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.

კონფიდენციალობის პოლიტიკის ცვლილებები

ჩვენ შეიძლება განვაახლოთ ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკა დროთა განმავლობაში. შესაბამისად მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა. კონფიდენციალობის პოლიტიკის ცვლილებები ძალაში შედის, როდესაც ისინი განთავსდება ვებგვერდზე.

კონტაქტი

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები ამ კონფიდენციალობის პოლიტიკაზე, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ მეილზე: info@neovitalogia.com

Scroll to Top